მარსი (ძვ. ქართული სახელწოდება მარიხი[4]) — მეოთხე პლანეტაა სიშორით მზის სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია (არესი ბერძნულ მითოლოგიაში). მას მეტსახელად ”წითელი პლანეტა” ჰქვია დედამიწიდან, ღამის ცაზე, მისი შეფერილობის გამო. მას ორი თანამგზავრი ჰყავს - ფობოსი და დეიმოსი - მცირე და უსწორმასწორო ზედაპირის მქონე სხეულები, შესაძლოა მარსის გრავიტაციაში მოქცეული ასტეროიდები იყოს.
პრეფიქსი არეო- მიუთითებს მარსზე ისევე როგორც გეო- მიუთითებს დედამიწაზე, მაგალითად, არეოლოგია/გეოლოგია. არეოლოგია ასევე მიუთითებს მარსის ერთიანად და არა მხოლოდ პლანეტის გეოლოგიური პროცესების შესწავლაზე.
მარსის ასტრონომიული სიმბოლოა ♂, რომელიც ანტიკური ღმერთი მარსის შუბისა და ფარის სიმბოლოა.
ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ როგორც ცეცხლოვან ვარსკვლავს (火星), ძველი ჩინური ხუთი ელემენტის მითოლოგიურ ციკლზე დაყრდნობით.
პლანეტაზე თვეების განმავლობაში ქარიშხლები მძვინვარებს. პლანეტის ფერი მოწითალო, სისხლისფერია. ეს ფერი ძველ ბერძენთა და რომაელთა წარმოდგენაში ომთან და სისხლის ღვრასთან ასოცირდებოდა. სწორედ ამიტომ, ბერძნები და რომაელები ამ პლანეტას ომის ღმერთთან აიგივებდნენ. მარსზე დაშვების პირველი წარმატებული მისია, 1965 წელს მარინერ 4-მა განახორციელა, რომელიც 1964 წელს გაუშვეს დედამიწიდან.
პლანეტაზე არის წარმონაქმნები, რომლებიც მდინარის ამომშრალ კალაპოტს გვაგონებენ. ამ კალაპოტებში წყალი არ არის. პლანეტის ზედაპირზე უამრავი ჩამქრალი ვულკანის კერა და მეტეორიტული კრატერებიც შეინიშნება. მთა ოლიმპი, რიმელიც მარსზე მდებარეობს, ყველაზე მაღალი მთაა მზის სისტემაში - მისი სიმაღლე თითქმის 28 ათასიმეტრი, ანუ 28 კილომეტრია.
დღე ღამის ხანგრძლივობა ”წითელ პლანეტაზე” თითქმის ისეთივეა, როგორც დედამიწაზე - 24 საათი და 39 წუთი. ყოველ 2 წელწადსა 50 დღეში ხდება ისე, რომ მარსსა და დედამიწას შორის მანძილი 78 მილიონი კილომეტრია. თუმცა 15 ან 17 წელწადში ხდება ისეც, რომ ეს მანძილი 56 მილიონ კმ-მდე მცირდება.
2003 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს დროით შუაღამისას, მარსი ბოლო 60 000 წლის მანძილზე დედამიწას ყველაზე მეტად მიუახლოვდა: 55 758 006 კმ (0.372719 ა.ე.).
იქაურ ზამთარში ტემპერატურა -130°C -მდე ეცემა პოლუსებზე, ზაფხულში 0°C-დან 30°C-მდე მერყეობს ეკვატორზე.
2040 წლისთვის ამერიკელებს დაგეგმილი აქვთ ექსპედიცია, რომლის დროსაც პირველი ადამიანი დაეშვება მარსზე.
მზის სისტემაკოსმოსის ის ნაწილია, რომელსაც დედამიწა ეკუთვნის. მის ცენტრში მდებარეობს მზე, ჩვენი ვარსკვლავი, რომლის მასაც მზის სისტემის მთლიანი მასის 99,9 პროცენტს შეადგენს. მზის მიზიდულობას "ჩაჭერილი აქვს" მზის მახლობლად მდებარ ყველა კოსმოსური სხეული, 9 პლანეტისა და მათი 63 მთვარის ჩათვლით. პლანეტები მზის გარშემო, ე.წ. ორბიტებზე მოძრაობენ და ამავე დროს საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავენ. ოთხი შიდა პლანეტა ქვისა და ლითონებისაგან შედგება, ხოლო გარე პლანეტები გაზის ან სითხის სფეროებია. გამონაკლისია პლუტონი, ყინულისგან შემდგარი პლანეტა, რომელიც მზისგან 6 მილიარდ კილომეტრში მდებარეობს. უახლოესი ვარსკვლავი მასზე 7000-ჯერ უფრო შორსაა.
მზის სისტემაში შემავალი პლანეტებია:
მერკური;
ვენერა;
დედამიწა;
მთვარე;
მარსი;
იუპიტერი;
სატირნი;
ურანი;
ნეპტუნი.
პლანეტების განლაგება
დამატების პროცესის დროს, თავისუფლდება ენერგია, რომელიც ადნობს სხეულის ზედაპირს. ბევრი მძლავრი შეჯახება უნარჩუნებს სხეულს სითბოს და ეხმარება აიტანოს თხევადი შიდა ნაწილი, როცა სხეული იმატებს ზომაში. ენერგია ასევე გამოიყოფა რადიოაქტიური მატერიის მოშლით, რომელიც ხელს უწყობს გათბობას. თხევად სხეულში, უფრო სქელ მატერიებს შეუძლიათ გრავიტირება ცენტრის მიმართ და ბირთვის ფორმირება. უფრო თხელი მატერიები ვრცელდებიან ზედაპირის მიმართ. ზოგიერთი მატერიები ერთიანდებიან და ვრცელდებიან, როგორც აისბერგები თხევადი კლდის ოკეანეზე. ეს პროცესი ნაცნობია, როგორც დიფერენციაცია, რადგანაც მატერიები იყოფიან, როგორც შრეები. ბევრი სხეულები ჩანან ისე თითქოს მთლიანად გამოყოფილები არ არიან და მათი კომპონენტები ჩნდებიან შერეულები, ძირითადად იმის გამო, რომ ისინი არიან მცირე ზომის, რომ აიტანონ სითბო დიდი ხნის მანძილზე. ძველ დროში, მზის სისტემის ჩამოყალიბებაში, ტემპერატურაში განსხვავებამ მზის სისტემის გასწვრივ განაპირობა მრავალფეროვნება ჩვეულებრივ მოლეკულებში, მაგალითისთვის: მზესთან ახლოს ძალიან ცხელი ტემპერატურაა აქროლადი ნივთიერების კონდენტერაციისათვის. ყინული შეიძლება არსებობდეს იუპიტერის ორბიტის შემდგომ მხარეს. წყლის სიუხვე მზის სისტემაში ნიშნავს იმას, რომ დიდი მასა ამ დისტანციური (შორეული) პლანეტებისა იღებს და ინახავს დიდ ოდენობას ნივთიერებისა. აი ამ გზით იქმნება აირადი გიგანტები.